Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
111

ნიგერიელმა, რომელიც ყოველთვის ოცნებობდა, რომ თვითმფრინავით ეფრინა, ნაგვისგან მფრინავი აპარატი ააწყო და მის მართვას დისტანციურად ახერხებს. უჩვეულო ისტორიას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბოლაჯი ფატაიმ ცაში გაუშვა თავისი ხელით დამზადებული ერთ ხრახნიანი თვითმფრინავი, რომელმაც გვერდით ქარს გაუძლო და ფეხბურთის მოედანსაც გადაუფრინა. საფრენი აპარატი იმ ღარიბ რაიონში დაიტესტა, სადაც ფატაი ცხოვრობს.

აღსანიშნავია, რომ პროპელერი და დისტანციური მართვის პულტი ბოლაჯიმ მაღაზიაში შეიძინა, ხოლო კორპუსი, კუდი და ფრთები ნარჩენებისგან თავად დაამზადა. თვითმფრინავის ფრთების სიგრძე დაახლოებით ერთი მეტრია.

„ყოველთვის, როცა ცაში თვითმფრინავს ვხედავ, უდიდეს ბედნიერებას ვგრძნობ! პროექტირება კი მაშინ დავიწყე, როცა 7 წლის ვიყავი. ვაგროვებდი ნივთებს, პატარა პროექტებს ვქმნიდი“, – იხსენებს ნიგერიელი.

შესრულებული სამუშაოს დამსახურებით, ბოლაჯი ერთ-ერთ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში მიიწვიეს სტაჟირებაზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
111
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
111
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული