Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
111

2023 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მშენებლობა თითქმის 4.7%-ით გაძვირდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9 პროცენტით შემცირდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7 პროცენტიანი კლებით, რამაც -0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.7 პროცენტით. ინდექსის ზრდა, ძირითადად, გამოწვეული იყო სამშენებლო მასალებზე ფასების 5.4-პროცენტიანი ზრდით, რამაც 3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია 2023 წლის თებერვალში მშენებლობის ღირებულების ინდექსები წინა თვესთან და 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ასევე, ინდექსების ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თებერვალში მშენებლობა წლიურად 4.7%-ით გაიზარდა

111
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
111
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული