„მეტროსადგურებში დამატებითი ჩამომსვლელ-ამომსვლელების შექმნასთან დაკავშირებით, თბილისის მერია აზიის განვითარების ბანკთან მუშაობს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და თქვა, რომ მოკლევადიანი პროექტი, რომელიც მეტროსადგურებში დამატებითი ტურნიკეტების დაყენებას გულისხმობს, სიტუაციას განმუხტავს, თუმცა პრობლემას სრულად ვერ მოაგვარებს:
„მეტროსადგურებში ხალხის დიდ ნაკადთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის ორი გზა არსებობს. ერთი არის მოკლევადიანი, რომელიც დამატებითი ტურნიკეტების დაყენებას გულისხმობს.
[related_news id=”853564″ align=”left”]
ეს სექტემბრისთვის უკვე მზად უნდა იყოს. მე არ მგონია, რომ ეს პრობლემას მთლიანად მოაგვარებს. შეიძლება, გარკვეული შვება მისცეს, დაახლოებით 20-30%-ით, მაგრამ მდგომარეობს სრულად ვერ გამოასწორებს.
მეორე გეგმა სათადარიგო ამომსვლელ-ჩამომსვლელების შექმნას გულისხმობს. ეს პროექტი გრძელვადიანია და მასზე აზიის განვითარების ბანკთან ვმუშაობთ. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების დახმარებით, აღნიშნული პროექტიც განხორციელდება.“– განაცხადა კახა კალაძემ.