Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
117

ევროპის მოედანზე დაგეგმილი საახალწლო კონცერტის გამო, 30 დეკემბრის 00:00-დან 4 იანვრის 00:00 საათამდე, გორგასალის მოედნიდან მეტეხის ხიდისა და მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ავტომობილების გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით და ევროპის მოედნიდან ღვინის აღმართის მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებსაც შეეხება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ვახტანგ გორგასალის ქუჩიდან გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით. ასევე, თუმანიანის ქუჩიდან გორგასალის ქუჩის მიმართულებით.

აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე, ავტობუსები: N301, N331, N344, N345, N350, N371 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N580 გორგასალის ქუჩიდან მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ, ხოლო თავისუფლების მოედნიდან მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. ავტობუსი N333 ხეთაგუროვის ქუჩიდან ავლაბრის მოედნის მიმართულებით მოძრაობისას, ევროპის მოედნის ნაცვლად, ბარათაშვილის ხიდიდან გადავა ბარათაშვილის ქუჩაზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში დატრიალდება, რის შემდეგაც, ავლაბრის მოედნის მიმართულებით, დადგენილი სქემით იმოძრავებს.

რაც შეეხება N538, N547, N550 და N580-ს, მიკროავტობუსები გორგასალის ქუჩიდან, მეტეხის ხიდის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, რის შემდეგაც, თავისუფლების მოედნიდან N547 და N580 იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N538 და N550 მარშრუტები კი გადავლენ ბარათაშვილის ხიდზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
117
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
117
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული