Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
39

სირიის ბანაკებში დევნილი ოჯახები შემოწირულებებს TikTok-ის საშუალებით ითხოვენ, ხოლო კომპანია ამით შემოსავლების 70%-ს იღებს, ამის შესახებ BBC იუწყება.

ბავშვები სოციალური მედიის აპლიკაციაში პირდაპირ ეთერში საათებს ატარებენ და ითხოვენ ციფრულ საჩუქრებს, რომლებსაც ფულადი ღირებულება აქვს.

BBC-ის ცნობით, ლაივ სტრიმების შედეგად, საათში 1000 დოლარამდე (900 ფუნტი სტერლინგი) გამომუშავდება, მაგრამ ბანაკებში მყოფი ხალხი ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილს იღებს.

TikTok ამ საკითხთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი ზომების გატარებას გეგმავს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მსგავსი შინაარსი მათ პლატფორმაზე დაშვებული არ იყო და საკომისიო ციფრული საჩუქრებიდან 70%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლები იყო.

ბოლო დროს TikTok-ის მომხმარებლებისთვის თვალშისაცემი გახდა, რომ სოციალურ ქსელში სირიის ბანაკებში მყოფი ოჯახების პირდაპირი სტრიმინგები ხშირად ჩნდებოდა, ზოგი ეხმარებოდა მათ, ზოგს კი თაღლითობაში შეეპარა ეჭვი.

BBC-მ გაარკვია, რომ ჩრდილო-დასავლეთ სირიის ბანაკებში ტენდენციას ხელს უწყობდნენ ეგრეთ წოდებული „TikTok“ შუამავლები, რომლებიც ოჯახებს პირდაპირი ეთერისთვის საჭირო ტელეფონებსა და აღჭურვილობას აწვდიდნენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თაღლითობა თუ შემოსავლის წყარო – რა სარგებელს იღებს TikTok სირიელი დევნილების ვიდეოებით

39
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
39
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული