Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
34

უნგრეთში სამსახურიდან დაითხოვეს მეტეოროლოგიური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე. მიზეზი ამინდის არასწორი პროგნოზი გახდა. საქმე ისაა, რომ ბუდაპეშტში ყოველწლიური ფეიერვერკების დღესასწაული უნდა გამართულიყო, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ პროგნოზირებული მოსალოდნელი უამინდობის გამო ღონისძიება გადადეს. ამაზე BBC წერს.

შაბათს უნგრეთის ეროვნული დღესასწაული, წმინდა სტეფანეს დღე იყო. ამასთან დაკავშირებით დაიგეგმა „ევროპის უდიდესი ფეიერვერკი“. დაწყებამდე შვიდი საათით ადრე კი, ძლიერი წვიმის შესახებ გაფრთხილება შევიდა, რის გამოც ღონისძიება გააუქმეს. არადა, ბუდაპეშტში ამინდი არ არეულა.

სინამვილეში შტორმი აღმოსავლეთ უნგრეთის რეგიონებს დაატყდა თავს. მოგვიანებით სამსახურმა ბოდიში მოიხადა, თუმცა უნგრეთის ინოვაციების მინისტრმა სამსახურის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე მაინც სახლში გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებისთვის მოამზადეს 40 ათასამდე ფეიერვერკი, ისინი დუნაის 5-კილომეტრიან მონაკვეთზე 240 ადგილიდან უნდა გაეშვათ.

ღონისძიება ერთი კვირით გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
34
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
34
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული