Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
98

რუსეთის ხელისუფლებამ რუსეთში დაკავებული ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ აშშ-ისგან ვიქტორ ბუტთან ერთად ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის გადაცემაც მოითხოვა. ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც CNN-ი იუწყება, რუსულმა მხარემ აშშ-ს აღნიშნული მოთხოვნა მიმდინარე თვის დასაწყისში არაფორმალური არხის საშუალებით გადასცა.

წყაროები აღნიშნავენ, რომ რუსული მხარის მოთხოვნა პრობლემატურია, ვინაიდან ვადიმ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის.

გერმანიის მთავრობის მაღალჩინოსანმა ტელეკომპანია CNN-ს განუცხადა, რომ ამერიკული მხარე დაინტერესდა, სურს თუ არა გერმანულ მხარეს, რომ ვადიმ კრასიკოვი აშშ-სა და რუსეთს შორის გაცვლის ნაწილი გახდეს. გერმანული წყაროს განცხადებით, ეს მოთხოვნა გერმანიის მთავრობის უმაღლეს დონეზე არ განხილულა და ვადიმ კრასიკოვის აშშ-სა და რუსეთს შორის პოტენციურ გარიგებაში ჩართვა სერიოზულად არ განიხილებოდა.

2021 წლის 15 დეკემბერს, ბერლინის სასამართლომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ ვადიმ კრასიკოვს უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

რუსეთს ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

98
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
98
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული