Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
751

სოფი ლორენი იტალიური გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში სილამაზის სტანდარტებზე საუბრობს:

„არასოდეს ვფიქრობდი, რომ ლამაზი ვიყავი. განსაკუთრებით რთული იყო თავის დამკვიდრება ჰოლივუდში, იქ ხომ იმდენი ლამაზი ქალია, თუმცა სიამაყით ვამბობ, რომ ამის მიუხედავად, არავის გაუკეთებია რაიმე მინიშნება ჩემს ცუდ გარეგნობაზე. არასოდეს ვყოფილვარ ლამაზი, მაგრამ დღეს, როცა სარკეში ვიყურები, ჩემი თავი მომწონს“ – დასძენს 87 წლის ლეგენდარული მსახიობი.

ქალს, რომელიც საკუთარ სილამაზეშია დარწმუნებული, არც მამაკაცის დარწმუნება გაუჭირდება – სოფი ლორენის ცნობილი გამონათქვამები

სოფი ლორენი იხსენებს კარლო პონტისთან გატარებულ 41 წელს და ამბობს, რომ ამან მისი, როგორც სრულფასოვანი ქალის ჩამოყალიბებაში, უდიდესი როლი ითამაშა. ლორენმა ისაუბრა თავის მოვლაზეც და თქვა, რომ მისი პოპულარული ფრაზა სპაგეტიზე, არასწორად იქნა აღქმული: „ჩემი ფრაზა სპაგეტიზე, არასწორად გაიგეს. მეც მიყვარს სპაგეტი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ბევრს შეჭამ, გასუქდები. ახლა ფორმების შესანარჩუნებლად ველოსიპედით ვსეირნობ“ – ამბობს ლორენი.

მსახიობი დასძენს, რომ კულინარიაზე ორი წიგნი, როგორც მოყვარულმა ისე დაწერა, რადგან სამზარეულო იყო ადგილი, სადაც თავს განსაკუთრებულად კარგად გრძნობდა.

ახალგზარდობაში და ახლა – კინოს ცოცხალი ლეგენდები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„არასოდეს ვყოფილვარ ლამაზი, მაგრამ დღეს, როცა სარკეში ვიყურები, ჩემი თავი მომწონს“ – 87 წლის სოფი ლორენი

751
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
751
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული