Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
31

ბავშვობაში დაშორებული დები 58 წლის დიანა უორდი და 55 წლის მერი მაკლაფლინი ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ემოციური ამბავი აშშ-ში მოხდა დებმა ერთმანეთის პოვნა დნმ-ის ტესტის მეშვეობით შეძლეს.

Daily Mail-ის ინფორმაციით, დიანას და მერის ერთმანეთი არასდროს უნახავთ. უფროსი ჯერ კიდევ მანამდე გააშვილეს, სანამ უმცროსი გაჩნდებოდა. მან ბავშვობა მიჩიგანში გაატარა. გოგონამ იმ სახლში გაიზარდა, რომელიც მისი დისა და ბიოლოგიური ოჯახისგან სულ რამდენიმე ქუჩით იყო დაშორებული. ბავშვების დედა ნაადრევად გარდაიცვალა, ამიტომ მოგვიანებით მეორე დაც გააშვილეს. ახალ ოჯახებში გოგონებს ეუბნებოდნენ, რომ მათ სხვა დედ-მამიშვილები არ ჰყავდათ.

დიანას თავის წარმომავლობაზე მეტის გაგება სურდა, ამიტომ დნმ-ტესტი გაიკეთა და დაადგინა, რომ ბიძაშვილი ჰყავდა. ქალს ბევრი არ უფიქრია და ნათესავი სოციალური ქსელის მეშვეობით იპოვა. სწორედ მისგან გაიგო, რომ ოჯახში ერთადერთი ბავშვი არ ყოფილა.
მოგვიანებით მან დაც აღმოაჩინა და მათ შორის მსგავსება ძალიან შესამჩნევი იყო. დებმა ერთმანეთის ნახვა გადაწყვიტეს და უფროსი უმცროსთან გაფრინდა.

დიანას და მერის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო და მათ პირობა დადეს, რომ ერთმანეთს აღარასდროს დაკარგავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
31
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
31
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული