ლონდონის კინოთეატრ „ოდეონში“ კრისტოფერ ნოლანის საბრძოლო დრამის, „დიუნკერკის“ პრემიერა გაიმართა. სადებიუტო ჩვენებისთვის წითელ ხალიჩაზე რეჟისორთან ერთად ცნობილი მსახიობების, ტომ ჰარდის, კილიან მერფის, ჰარი სტაილზის, კენეტ ბრანას და პრინც ჰარის დანახვაც შესაძლებელი იყო.
საღამო გამორჩეულად მამაკაცური გამოვიდა და ეს ფილმის შინაარსიდანაც გამომდინარეობს. ის უფრო მეტად ძლიერ სქესს დააინტერესებს.
ფილმი დიუნკერკის ოპერაციის შესახებ იქნება, რომლის წყალობითაც მეორე მსოფლიო ომის დროს სამასი ათასზე მეტი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.