Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
80

აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, 30 წლის გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა.

აღნიშნულ თარიღს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში ეხმიანება:

“6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან.

აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა.

მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს იმისათვის, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი.

ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად”, – წერია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია, რომელიც ზუგდიდში ცხოვრობდა, 2016 წელს, ცეცხლსასროლი იარაღით ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი ოღლიმ მოკლა. შემთხვევა სოფელ ხურჩაში მოხდა.

ოთხოზორიას ოჯახის წევრების და ახლობლების ინფორმაციით, მკვლელობა შელაპარაკებას მოჰყვა. გიგა ოთხოზორია გალში პროდუქტების შეტანას ითხოვდა, რაზეც ვერ შეთანხმდნენ.

რატომ მოკლეს გიგა ოთხოზორია: დაისჯება თუ არა დამნაშავე – იმედი სულ უფრო ცოტა რჩება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

6 წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან, ყველა შესაძლო ინსტრუმენტს ვიყენებთ, რომ დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი: პრემიერი

80
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
80
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული