Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
96

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

„ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი გორს სტუმრობდა.

შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ ზოგად მდგომარეობასა და იმ პროექტებს, რომლებიც მიმდინარე წელს გორსა და სოფლებში განხორციელდება. კელი დეგნანი განსაკუთრებით დაინტერესდა სოფლის მეურნეობის განვითარებისა და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” მიმდინარეობით.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მადლიერება ამერიკის საელჩოსა და ზოგადად ამერიკელი ხალხის მიმართ და ელჩს მადლობა გადაუხადეს ყველა იმ განხორციელებული პროექტისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები მუნიციპალიტეტში ახორციელებს.

ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ამერიკის ელჩი გორში არსებულ “ამერიკის კუთხეს” ესტუმრა და პედაგოგებსა და ახალგაზრდებს შეხვდა.

დეგნანი განათლების პროგრამებით დაინტერესდა და ახალგაზრდებისგან პირადად მოისმინა მათი იდეები და წინადადებები“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ფოტოები: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი კელი დეგნანს შეხვდა

96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
96
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული