Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
58

შვეიცარიაში უჩვეულო ექსპერიმენტი დაიწყო: მოსახლეობას შესთავაზეს, რომ ახალ ციხეში რამდენიმე დღე იცხოვრონ, მანამ სანამ იქ პატიმრებს შეიყვანენ.

იდეა ძალიან ბევრ ადამიანს მოეწონა და უკვე გამოჩნდა 600 მოხალისე, ვინც მზადაა ციხეში 4 დღით ჩაჯდეს.

გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, ციხის ახალი შენობა მთლიანობაში 241 ადგილზეა გათვლილი.

ექსპერიმენტისთვის შერჩეული ადამიანები ციხის რეალურ პირობებს საკუთარ თავზე გამოცდიან და „პატიმრობა“ 24-დან 27 მარტამდე მოუწევთ. „პატიმრებმა“ ყველა ელექტრონული მოწყობილობა უნდა ჩააბარონ, მათ შორის მობილური ტელეფონიც. კვებაც ზუსტად ისეთი იქნება როგორიც ნამდვილ მსჯავრდადებულებს აქვთ.

დაკავების დროს მათი დეტალურად შემოწმება და ღამით გაღვიძება საჭირო არ იქნება.

შვეიცარიის ხელისუფლება გეგმავს, რომ ასეთი უჩვეულო იდეის დამსახურებით პრაქტიკაში დატესტოს ახალი დაწესებულებისა და მისი პერსონალის მზაობა.

ნამდვილ პატიმრებს ახალ ციხეში 2022 წლის აპრილიდან გადაიყვანენ. მანამდე კი ექსპერიმენტში მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებენ, რომ კურორტზე ნამდვილად ვერ მოხვდებიან და რეალური მოლოდინი უნდა შეიქმნან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
58
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
58
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული