Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
194

საქართველოში, უახლოეს პერიოდში საწვავზე ფასი კიდევ გაიზრდება. საკითხზე გადაცემაში „ანალიტიკა“ კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ ისაუბრა და თქვა, რომ დეკემბერის იმპორტის საშუალებით ამ დრომდე, ფასს იანარჩუნებენ, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე იმდენად გაიზარდა ნავთობის ფასი, რომ იმპორტიორ კომპანიებს არსებული ფასის შენარჩუნება გაუჭირდებათ. მისივე თქმით, ნავთობზე ფასი ისეა გაზრდილი, რომ ლარის დოლართან მიმართებით გამყარება ვერ აბალანსებს.

„ვისოლის” გენერალური დირექტორი „ანალიტიკაში“ ასევე ამბობს, რომ საწვავზე ფასი, შესაძლოა, ჯამში 25 თეთრამდე გაიზარდოს, თუმცა ეს მყისიერად არ მოხდება. ხორავა ფასის მატებას თებერვლის ბოლოდან პროგნოზირებს.

“არსებული რეალიზაციის პირობებში ალბათ ყველაზე მაქსიმუმ, თებერვლის შუა რიცხვებიდან, დაახლოებით, 1-2 კვირის პერიოდში უკვე გარადაუვალი იქნება ფასის შენარჩუნება. 100-150 დოლარით ფასის ზრდა (ნავთობპროდუქტებზე) ეს მინიმუმ 20-25 თეთრიანი სხვაობაა ლიტზე, რომელიც გაიზრდება. თუმცა ეს ერთ დღეში არ მოხდება, არამედ ეტაპობრივად”,- ამბობს ხორავა გადაცემაში “ანალიტიკა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კიდევ 20-25 თეთრით ძვირი – საწვავის ფასი იმატებს

194
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
194
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული