Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
56

მარსელის პლაჟზე მოხვედრა ამიერიდან მხოლოდ სპეციალური საშვით იქნება შესაძლებელი. ქალაქის მერია იმედოვნებს, რომ ამ გზით ხმელთაშუა ზღვის ბუნებრივ ლანდშაფტებს განადგურებისგან დაიცავს.

საშვის მიღებას ყველა მსურველი უფასოდ შეძლებს. თუმცა მათი რაოდენობა შეზღუდული იქნება და ყოველდღიურად მხოლოდ 200 ცალი გაიცემა. საშვის მოქმედების ვადა 24 საათია.

ახალი სისტემის გამოცდას ზაფხულისთვის გეგმავენ. არადა საქალაქო პლაჟებზე ყოველდღიურად 1,5 ათასი ადამიანი იკრიბება ხოლმე, რაც ადგილობრივი ლანდშაფტისთვის სერიოზული ეკოლოგიური გამოცდაა. ტურისტები ბუნებას ძალიან აუგად ექცევიან.

საფრანგეთის ხელისუფლება უკვე დიდი ხანია, რაც ხალხის ნაკადებს ებრძვის. მათ უკვე აკრძალეს ნავების არასანქცირებული დგომა, პლაჟებთან საპარკინგე ადგილების რაოდენობა შეამცირეს და სოციალურ ქსელებში გადატვირთული სანაპიროების ფოტოებიც გაავრცელეს, რათა ტურისტები შეეშინებინათ.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაციაა სხვა ევროპულ დანიშნულებებშიც. მაგალითად, ვენეციის ცენტრში მოხვედრა ფასიანი გახადეს, რათა ვიზიტორთა რაოდენობა მაქსიმალურად შეამცირონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
56
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
56
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული