Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
26

ბარსელონაში გადაუმუშავებელი პლასტმასის ნარჩენების გამოყენების ხერხი მოიფიქრეს – ქალაქის ერთ-ერთ რაიონში გზის საფარი დაამზადეს.

ნარჩენებს მცირე ნაწილებად შლიან, შემდეგ სპეციალურ ნივთიერებებს ურევენ, რაც გზას გამძლეობას მატებს.

პროექტის ავტორებმა მთლიანობაში 4,5 ათასი კილოგრამი პლასტმასა გამოიყენეს, რაც დაახლოებით 3 ათას პლასტმასით სავსე ურნას უდრის.

ინჟინერთა გათვლებით, ახალი გზა თავისი ტრადიციული ვერსიისგან განსხვავებით მძიმე სატრანსპორტო საშუალებების (ავტობუსის თუ სატვირთოს) დატვირთვას უკეთ გაართმევს თავს. გარდა ამისა, მისთვის უფრო ადვილი იქნება ამინდთან გამკლავებაც, შესაბამისად ასეთი ასფალტის გამოცვლა თუ შეკეთება შედარებით იშვიათადაა საჭირო.

ბარსელონურ გზას სპეციალისტები რამდენიმე წლის განმავლობაში დააკვირდებიან და თუკი მათი გათვლები გაამართლებს, ასეთ საფარს ქვეყნის სხვა ნაწილებშიც დააგებენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
26
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
26
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული