Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
457

2022 წლის 1 თებერვლიდან, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა, 1 ლარი ეღირება.

“ფორტუნას” მერიაში დაუდასტურეს, რომ ახალი საგადასახადო პოლიტიკის მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი იქნება:

“თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ერთჯერადად იმგზავროთ, ამ შემთხვევაში მოგიწევთ 1 ლარის გადახდა. თუმცა, დღეს თუ თქვენ გადაჯდებით ყვითელ მიკროავტობუსში, დამატებით უნდა გადაიხადოთ 80 თეთრი.

1 თებერვლიდან კი შეგიძლიათ ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით 90 წუთის განმავლობაში იმგზავროთ უფასოდ და დამატებით აღარ გადაიხდით არაფერს”, – განუცხადეს “ფორტუნას” მერიაში.

შეგახსენებთ, ამ დრომდე, ყვითელი მიკროავტობუსების გარდა, სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური 50 თეთრი იყო.

სატრანსპორტო აბონემენტების შესახებ თბილისის მერმა დღეს ისაუბრა. სააბონემენტე გადახდის სისტემა ძალაში 1 თებერვლიდან შევა.

როგორც დღეს კახა კალაძემ განმარტა, ერთდღიანი ულიმიტო, 90-წუთიანი ბარათი, 1 ლარი ეღირება.

1 თებერვლიდან ულიმიტო მგზავრობის სისტემა ამოქმედდება – ერთწლიანი აბონემენტი 250 ლარი ეღირება

“იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ მგზავრობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და არ სჭირდებათ შეღავათიან ფასში ხანგრძლივვადიანი ბარათის შეძენა, 90 წუთის განმავლობაში, ერთ ლარად შეეძლებათ ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა – მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი, სადაც გადაჯდომისას, 90 წუთის განმავლობაში, დამატებით თანხას არ გადაიხდიან”, – თქვა კალაძემ.

საშეღავათო პროგრამები ძალაში რჩება – კალაძე განმარტავს, ვინ შეძლებს მუნიციპალურ ტრანსპორტში მხოლოდ 20 თეთრად იმგზავროს

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თბილისში ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ხდება

457
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
457
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული