Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
77

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ყოფილი მინისტრების – ზურაბ ალავიძის და დიმიტრი ქუმსიშვილის პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საგამოძიებო უწყებას თუ კითხვები აქვს, ყოფილმა მინისტრებმა პასუხები უნდა გასცენ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, გუნდში კომუნიკაცია არ იყო და სწორედ ამის გამო გახდა საჭირო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება.

„გუნდურობა როდესაც სუსტდება და სუსტდება იმ დონეზე, რა დონეზეც იყო შესუსტებული ბოლო დროს, რა თქმა უნდა, სასიცოცხლო გახდა უკვე ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნება. არ მაქვს არანაირი საფუძველი და ვერ მექნება, რომ დღეს ვისაუბრო რაიმე ტიპის გარიგებებზე, დანაშაულზე. ყველა ადამიანი ვსარგებლობთ უდანაშაულობის პრეზუმპციით, მე არ გახლავართ არც პროკურორი, არც გამომძიებელი, ამისთვის არსებობენ შესაბამისი სტრუქტურები და ორგანოები,“ – განაცხადა წულუკიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გუნდში კომუნიკაცია არ იყო და ამიტომ გახდა საჭირო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება – თეა წულუკიანი

77
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
77
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული