Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
61

დღეს თბილისის საკრებულოს მეშვიდე მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება. აირჩევენ საკრებულოს თავმჯდომარეს და მერიის აუდიტის სამსახურის უფროსს.

დღევანდელ სხდომაზე განიხილება სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებიც.

საკრებულოების პირველი სხდომები, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 12:00 საათზე გაიხსნება.

სამთავრობო გუნდი ასევე იმედს იტოვებს, რომ პროცესებში მონაწილეობას მიიღებს ოპოზიციაც.

ცნობილია, რომ ბათუმის ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატები მისვლას არ აპირებენ. მათი თქმით, “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრაობას” შესთავაზეს კომისიების თანაბრად დაკომპლექტება, თუმცა მათი წინადადება ოპონენტებმა არ მიიღეს.

ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი შეკრება შემდგარად ჩაითვლება, თუ იმ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა რაოდენობა, რომელთა უფლებამოსილებაც ცნო მუნიციპალიტეტის საკრებულომ, არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედისა. სწორედ ამ დროიდან უწყდება უფლებამოსილება წინა მოწვევის საკრებულოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა დღეს გაიმართება

61
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
61
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული