Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
207

როგორც ცნობილია, პროექტის  „ნიჭიერი“ მეათე საიუბილეო სეზონი დაიწყო, გადაცემა ყოველ სამშაბათს, „რუსთავი 2“- ის ეთერში, 22:00 საათზე გადის, ყოველ ხუთშაბათს კი რადიო „არ დაიდარდო 17:00 საათზე, ნიჭიერის მონაწილეებს მასპინძლობს.

ამჯერად გადაცემას „ნიჭიერის დღიურები“ 11 წლის მომღერალი ანასტასია გარსევანიშვილი და  25 წლის ჟონგლიორი ილია ცოფურიშვილი სტუმრობდნენ.

-ანასტასია მოგვიყევი შენს შესახებ, რატომ გადაწყვიტე ნიჭიერში მონაწილეობა? როგორც ვიცი ეს შენთვის პირველი პროექტი არ არის…

-მომწონს სცენაზე დგომა და კონკურსებში მონაწილეობა. ვარ 11 წლის და რაც თავი მახსოვს სულ ვმღერი. ჩემს გამოსვლებს მამას ვუძღვნი, რომელიც 3 წელია ემიგრაციაშია.

-გაიხსენე შენი პირველი შესრულება.

-პირველად ბაღში ვიმღერე, როდესაც მუსიკის მასწავლებლები მიხვდნენ, რომ მქონდა მუსიკის ნიჭი. დადგმაში „ჩხიკვთა ქორწილი“ ბულბულის როლს ვასრულებდი.

-ოჯახში თუ გყავს ხელოვანი ადამიანები?

-დედაჩემი და ჩემი ძმებიც მღერიან. ასევე, ვუკრავთ სხვადასხვა ინსტრუმენტებზე. როდესაც ერთად ვიკრიბებით ყოველთვის ბევრს ვმღერით.

-ნიჭიერში გამოსვლა შენი სურვილი იყო, თუ ოჯახის წევრებმა გირჩიეს?

-კი, ჩემი სურვილი იყო. ძალიან მომწონდა ეს პროექტი. კონკურსები არ მაშინებს და პროექტში იმისთვის მოვედი, რომ ყველას დავანახო ჩემი ნიჭი და შესაძლებლობები. ამხელა აუდიტორიის წინაშე გამოსვლა კი ჩემთვის დიდი გამოცდილება იქნება. ძალიან მაბედნიერებს ეს ყველაფერი და სამომავლოდ მინდა პროფესიონალი მომღერალი ვიყო.

ჟონგლიორი ილია ცოფურიშვილი

-ილია, მოგვიყევი შენს შესახებ…

-ვარ 25 წლის, კახეთიდან, ამჯერად თბილისში ვცხოვრობ. ვარ „ფრისთაილერი“ ანუ ვჟონგლიორობ ბურთით და თითქმის ყველგან ჩემი ბურთით დავდივარ.

-როგორც ვიცი,  ფეხბურთელი იყავი, რატომ დაანებე თავი და რატომ წახვედი ამ ხაზით?

-17 წლამდე ვთამაშობდი ფეხბურთს, შემდეგ ტრავმების გამო მომიწია თავის დანებება. თუმცა, ბურთი იმდენად მიყვარდა მაინც ვერ შეველიე. ინტერნეტში ვნახე ჟონგლიორობის ვიდეოები, ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე თავადაც დამეწყო ვარჯიში. ერთი შეხედვით შეიძლება ეს ყველაფერი მარტივი ჩანდეს, მაგრამ საკმაოდ რთულია.

-რამდენი ხანია რაც დაეუფლე ამ პროფესიას?

-უკვე 8 წელია რაც დიდი დატვირთვით ვვარჯიშობ. ჩემით ვისწავლე ყველაფერი.

-პირველად ვინ ნახა შენი ნომერი? ვინ შეგაფასა და მოგცა სტიმული?

-პირველად მეგობრებს ვაჩვენე ჩემი ნომრები, შემდეგ უკვე სოციალურ ქსელში ვტვირთავდი ვიდეოებს. ფართო სცენაზე პირველად 19 წლის ასაკში გამოვედი. ასევე ვარ შოუმენი. დავდივარ უცხოეთში, სადაც ვმართავ პერფორმანსებს.

-რატომ გადაწყვიტე პროექტში “ნიჭიერი“ მონაწილეობა ?

-პროექტში მეგობრის გამო მივედი, რომელიც 29 ივნის ცივი იარაღით დაჭრეს გულ-მკერდის არეში. 5 თვეა უგონო მდგომარეობაში არის და მისი მკურნალობა საჭიროებს დიდ თანხებს. მეგობრებმა გადავწყვიტეთ, როგორც შეგვეძლო ისე დავხმარებოდით. გამოვდიოდით ქუჩაში, ვაწყობდით სხვადასხვა შოუებს და ამით ვცდილობდით მკურნალობის თანხების შეგროვებას.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ანასტასია გარსევანიშვილი და ილია ცოფურიშვილი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
207
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
207
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული