Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
99

„სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებლის შალვა ალავერდაშვილის განცხადებით, რესტორნებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა მისაღები და სწორი გადაწყვეტილებაა.

ამასთან, ალავერდაშვილის განცხადებით, „მწვანე სტატუსის“ მქონე სასტუმროებისთვის საახალწლო ღონისძიებების ჩატარება ნებადართულია. „რამდენიმე შეხვედრა გვქონდა ეკონომიკის სამინისტროსთან, ომბუდსმენთან და შრომის ინსპექციასთან. „მწვანე პასპორტის“ შემოტანასთან ერთად გვინდოდა ჩვენც მიგვეღო ბენეფიტი აქედან, ამასთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრებები გავაჟღერეთ და გუშინდელი გადაწყვეტილება იყო ძალიან მისაღები. ამასთან ერთად, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ახალი წლის პერიოდის დაგეგმარება, რაზეც თანხმობა მივიღეთ. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ თუ სასტუმრო „მწვანეა“ და თუ სტუმრები „მწვანე პასპორტებით“ სარგებლობენ, სასტუმროს შეუძლია სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს და დროის შეზღუდვა არ იქნება, რაც ჩვენთვის ძალიან კარგია.

ჩემი აზრით, რაც უფრო მეტი აცრილი იქნება ქვეყანაში, მით უფრო მეტი სტუმარი გვეყოლება, ამიტომ ეს არის ძირითადი და მთავარი“, – განაცხადა ალავერდაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თუ სასტუმრო „მწვანეა“ და სტუმრები „მწვანე პასპორტებით“ სარგებლობენ, სასტუმროს შეეძლება საახალწლო ღონისძიებები ჩაატაროს

99
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
99
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული