Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
108

60 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ჩაიტარებს ვაქცინაციას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით, ავტომატურად მიიღებს 200 ლარიან ერთჯერად დანამატს, – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია თვის განმავლობაში ორჯერ (1-ელ და 15 რიცხვებში) მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას.

ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი 60-დან 65 წლამდეა და საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნებიან, სოციალური მომსახურების სააგენტო „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის.

ის მოქალაქეები, რომლებიც აცრის პირველ დოზას 2021 წლის დეკემბრის თვის ბოლოს გაიკეთებენ, ერთჯერად დანამატს 2022 წელს მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

200 ლარიან ერთჯერად დანამატს იმ შემთხვევაში მიიღებთ, თუ 31 დეკემბრის ჩათვლით აიცრებით

108
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
108
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული