Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
65

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ექსპრეზიდენტს PCR ტესტი ჩაუტარდა, რადგან, მისი თქმით, გლდანის #18 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, სავარაუდოდ, კორონავირუსი დაუდგინდა.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტს პენიტენციური დაწესებულების დირექტორთან რამდენჯერმე ჰქონდა კონტაქტი.

“PCR ტესტი მას აღებული აქვს და ელოდებიან, ამ დრომდე ეს პასუხი არ ყოფილა. ეს ინფორმაცია დღეს მედიიდან გახდა ცნობილი. ჩვენ ვკითხეთ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა თუ არა კონტაქტი #18 დაწესებულების დირექტორთან, რაზეც დაგვიდასტურა, რომ კი ჰქონდა და არაერთხელ. უცნობია, როდის ჰქონდა ბოლო კონტაქტი, თუმცა, დღეს დილით აუღეს მას PCR ტესტი და ახლა ველოდებით ამის პასუხს.

აქამდე მიხეილ სააკაშვილს არ უთქვამს ტესტის ჩატარებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ PCR ტესტის აღება მოხდა, რადგან #18 დაწესებულების დირექტორს დაუდასტურდა კოვიდი. ამ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება არ არის დაცული და ამაში იგულისხმება ნებისმიერ საფრთხე, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას“, – განაცხადა საძაგლიშვილმა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მიხეილ სააკაშვილს PCR ტესტი აუღეს და ველოდებით პასუხს: ადვოკატი

65
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
65
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული