Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
334

კოვიდ-19-ის ერთი შემთხვევის გამოვლენის გამო, შანხაის დისნეილენდის ტერიტორიაზე 34 000 ვიზიტორი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ “გამოკეტეს” და დატესტეს.

შემთხვევა კვირას მოხდა. მას შემდეგ, რაც დისნეილენდის პარკში კოვიდით ინფიცირებული აღმოაჩინეს, ტერიტორიაზე ლოკდაუნი გამოცხადდა და ადგილიდან გასვლა ყველას აეკრძალა. ქვეყნის ჯანდაცვის ახალი პროტოკოლის შესაბამისად, ყველა სტუმარს ტესტირება ჩაუტარდა.

მსოფლიო მედია წერს, რომ ტესტირების შემდეგ ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა, თუმცა ვიზიტორებს დისნეილენდის ტერიტორიაზე იზოლაციაში ყოფნა, სულ მცირე, 48 საათით მოუწევთ, მათ ასევე უნდა ჩაიტარონ განმეორებითი ტესტირება.

ჩინეთის ხელისუფლებამ კოვიდრეგულაციები მას შემდეგ გაამკაცრა, რაც ქვეყანაში პანდემიის მორიგი ტალღა დაიწყო და ინფიცირებულთა რიცხვმა ისევ მოიმატა. ხელისუფლებამ “ნულოვანი ტოლერანტობის” პოლიტიკის გატარება დაიწყო, მიუხედავად ბიზნესსექტორის კრიტიკისა და 80%-იანი ვაქცინაციის მაჩვენებლისა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კოვიდის 1 შემთხვევის გამო შანხაის დისნეილენდში ლოკდაუნი გამოცხადდა და 34 ათასი ვიზიტორი “გამოკეტეს”

334
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
334
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული