Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
78

თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პროგრამის განხორციელება თბილისის ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაუჯდება. კალაძის განცხადებით პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი ისარგებლებს.

“ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა” – აღნიშნა კალაძემ

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პენსიონერებს საშუალება ექნებათ, ეს ვაუჩერი ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტების შესაძენად გამოიყენონ.

„მინდა, სიახლე შევთავაზო თბილისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ პენსიონერებს, ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ, ყველაზე მეტად სჭირდება თანადგომა და მხარდაჭერა. გუნდმა წარმოადგინა ახალი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც ვიწყებთ. 500-ლარიანი ვაუჩერები, რათა მათ ჰქონდეთ, ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადსხვა მედიკამენტები, გულსისხლძარღვთა, გამაყუჩებელი, ქრონიკული ავადმყოფობების სამკურნალო და ა.შ. წამლები, რაც არის აუცილებელი. ამ ვაუჩერით ისინი შეძლებენ შეძენას, რაც მნიშვნელოვანია. ამ პროგრამის განხორციელება თბილისის ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი დაუჯდება. 40 ათასი სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს პროგრამით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერით ისარგებლებენ

78
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
78
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული