Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
110

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე მრავალეროვნული მეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო.

ყოველწლიურ სწავლებაში სამი ქვეყნის – საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის 200-ზე მეტი მონაწილეა ჩართული.

წელს სწავლების საველე კომპონენტში პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფი მიიღებს მონაწილეობას.

სწავლებაში ასევე, პირველად იქნება წარმოდგენილი სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა – „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“.

საერთაშორისო სწავლების სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ითვალისწინებს.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მრავალეროვნული სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დაიწყო

110
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
110
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული