Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
587

მრავალშვილიანი ან ახალშეძენილი შვილების მქონე ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე წარადგენს – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა:

“დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ეხება სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხს მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელსაც უკვე დავიწყებთ და დღეს ოფიციალურად გამოვიტანთ ამ პროგრამას.” – თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებითვე, “აწარმოე საქართველოს” პროგრამას ახალი კომპონენტები დაემატება და დამტკიცდება მეწარმეობის მხარდაჭერის რამდენიმე ახალი მექანიზმი, რომელიც სესხის თანადაფინანსების და თანაგარანტირების შესაძლებლობებს გაზრდის.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

შვილის გაჩენის შემთხვევაში ან მრავალშვილიანი ოჯახები შეღავათიანი სესხით იყიდიან როგორც ბინას, ასევე კერძო სახლს – ძალიან კარგი პროგრამაა: ირაკლი ღარიბაშვილი

587
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული