Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
155

„მოზაიკაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ დაშავებული პირველკლასელის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯი დაფაროს.

ბიზნესცენტრის ადმინისტრაციის განცხადებით, კიბეების მოაჯირიდან, რომელზეც უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თვითნებურად, დამსწრე ადამიანების მიერ მოხდა სავარძლების სხვა ადგილზე გადადტანა, რა დროსაც ბავშვი მიეყუდა მოაჯირს და დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან ჩავარდა.

„საბედნიეროდ, ბავშვი კარგად არის, მის ჯამრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას იღებს აღნიშნულთან დაკავშირებით და მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ნიკოლოზის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანარი ხარჯის დაფარვა“, – აცხადებენ „მოზაიკაში“.

აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ სკოლის სარვამარტო ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, სადაც პირველკლასელი ბავშვი ბებიასთან ერთად იმყოფებოდა. ახლობელთა განცხადებით, ბავშვი მე–4 და მე–3 სართულის კიბის უჯრედში ჩავარდა. ბავშვი მკურნალობას ინგოროყვას კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

„მოზაიკაში“ მომხდარ ინციდენტზე ბიზნესცენტრის ადმინისტრაცია სრულ პასუხისმგებლობას იღებს

155
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
155
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული