Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
91

22 მარტს დედაქალაქი მეწარმეთა სივრცე 2018-ს მასპინძლებს. ფესტივალის ორგანიზატორია  პროექტი Yes Georgia, რომლის ერთ-ერთი ბენეფიციარი ახალგაზრდა მეწარმე მამუკა ჯუღელია.

მამუკა ჯუღელი თბილისის სახ. უნივერსიტეტის, პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებების სტუდენტია.  ბოლო ერთი წელია, 20 წლის ახალგაზრდამ აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას, კიდევ ერთი საქმიანობა შემატა და მესამე კურსზე სწავლისას მეწარმეობაც გადაწყვიტა.

გასულ წელს, დამწყები მეწარმე „საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროგრამის’’ (YES-Georgia) ბენეფიციარი გახდა. აუცილებელი ცოდნა და გამოცდილებაც სწორედ აღნიშნულ პროექტში მიიღო, ხოლო თანადაფინანსების მოპოვების შემდეგ სოფელ ბაკურციხეში მებოცვრეობის ფერმერული მეურნოებაც გააშენა.

“The BO” ანუ „საუკეთესო შესაძლებლობა“ სუფთა ჯიშის სხვადასხვა ტიპის ბოცვრის არაერთ ნაირსახეობას ითვლის. The BO დღეს უკვე ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ფერმაა ბაკურციხეში, სადაც მომხმარებელს ნატურალური, დიეტური და ეკოლოგიურად სუფთა ხორც-პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა აქვთ.

„ფერმა ჯერ მხოლოდ საწყის ეტპაზეა, თუმცა ინტერესი ამ ტიპის პროდუქტისადმი დიდია. გვინდა მომხმარებელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიეტური და ჯანსაღი ხორცი შევთავაზოთ.

ჩვენი ბიზნესი USAID-ის პროექტ YES-Georgia-ს ფარგლებში რამოდნეიმე თვის წინ შეიქმნა. საწარმო ამ ეტაპზე სხვადასხვა ჯიშის განსაკუთრებული ზომისა და წონის ბოცვერს ითვლის. იმედია ჩვენი წარმოება კიდევ უფრო ბევრ ახალგაზრდას უბიძგებს, რომ ფერმერობითა და მეწარმეობით დაინტერესდეს“. – აღნიშნა ახალგაზრდა მეწარმემ.

მამუკა ჯუღელის ფერმა ერთ-ერთი გამორჩეულია. აქ განსაკუთრებული ჯიშის ბოცვერის ნაირსახეობას აშენებს ახალგაზრდა მეწარმე, რომლის წონა და ზომა 3-4 ჯერ აღემატება გავრცელებულ ჯიშებს. ფერმერს იმედი აქვს, რომ მეურნეობას კიდევ უფრო გაზრდის და წარმოებაც სრული ტემპით ამუშავდება.

22 მარტს, თბილისი მოლში დაგეგმილ ფესტივალზე „მეწარმეთა სივრცე-2018“ დამთვალიერებლებს დამწყები მეწარმეების პროდუქციის გაცნობისა და შეძენის საშუალებაც ექნებათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სტუდენტი, რომელმაც ბოცვერების გაშენება დაიწყო – ახალგზრდა მეწარმის წარმატების ისტორია

91
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
91
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული