Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
61

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი „ტვიტერზე“ ეხმიანება. როგორც ჰარცელი წერს, ის მოხარულია, რომ ზაზა გახელაძის გათავისუფლებაში წვლილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასაც მიუძღვის.

ჰარცელი წერს, რომ საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო დაკავებები დაუშვებელია.

„კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები დაუშვებელია. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირმა საქართველოში სადამკვირვებლო მისიით ხელი შეუწყო ამ პოზიტიურ შედეგს, ცხელი ხაზისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების საშუალებით“, – ნათქვამია კარლ ჰარცელის განცხადებაში.

ზაზა გახელაძე ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა

ზაზა გახელაძის გათავისუფლება ბიბილოვს რუსეთის პატრიარქმა სთხოვა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის, პატრიარქის, პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია

ირაკლი ღარიბაშვილი: “მთელი ერი ხარობს, მთელი მოსახლეობა გულშემატკივრობდა ზაზა გახელაძეს”

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

კარგია, რომ ზაზა გახელაძე ოჯახს უბრუნდება. უკანონო დაკავებები დაუშვებელია: კარლ ჰარცელი

61
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
61
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული