Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1557

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს  ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეხმაურება.

მის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

“ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს და კოლეგებს. ემოციების გარეშე ვიტყვი, როგორც პროფესიონალი: გარდაცვალების მიზეზი დასადგენია, ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირი დასადგენია, შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში დასადგენი იქნება ჩატარებული დიაგნოსტირების და მკურნალობის სისრულე და ადეკვატურობა. დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს!!! ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და/ან სპეკულაციაა. რაც შეეხება პოლიტიკურ-ემოციურ მდგენელს- ანნუშკამ უკვე დაღვარა ზეთი!!!!!! (მიხეილ ბუგაკოვი.); სცენარი მოქმედებაშია, სცენარი, რომელიც მეორდება და აფრიკული ქვეყნების გამათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული, დღემდე უცვლელია. როგორ მინდოდა, ჩვენი ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მისულიყო”, – წერს ნიკოლეიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინსიტროში ტვ “პირველის” ოპერატორ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ შსს ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკებით ზედოზირებასაც განიხილავს.

შსს მოუწოდებს ლაშქარავას მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ გარკვეული ინფორმაცია, მათ შორის, ლაშქარავას მობილური ტელეფონი.

შსს ლექსო ლაშქარავას გადაადგილების კადრებს ასაჯაროებს, რომელიც უწყების ცნობით, გარდაცვალების წინა დღესაა ჩაწერილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და ან სპეკულაციაა: მაია ნიკოლეიშვილი

1557
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1557
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული