Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
273

ბრიტანელი მეცნიერების განცხადებით მარტივი სისხლის ტესტს  შეუძლია 50 – ზე მეტი სახის კიბო გამოავლინოს იქამდე, სანამ დაავადების რაიმე კლინიკური ნიშანი ან სიმპტომი გამოჩნდება. ამიტომ ისინი სამედიცინო საზოგადოებას მისი სკრინინგის ტესტად გამოყენებისაკენ მოუწოდებენ.

ტესტი, რომელიც ინგლისის ჯანდაცვის ნაციონალურმა ცენტრმა შეიმუშავა, მიზნად ისახავს დაავადების მაღალი რისკის მქონე ადამიანებში, მათ შორის 50 წლის ან უფროსი ასაკის პირებში სკრინინგის ჩატარებას და დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას.

მკვლევრების თქმით, ამ ტესტს შეუძლია დაადგინოს დაავადების მრავალი ტიპი, რომელთა დიაგნოზირება ძნელია ადრეულ ეტაპებზე, მაგალითად ისეთი სიმსივნეები, როგორიცაა თავის და კისრის, საკვერცხის, პანკრეასის, საყლაპავის და ზოგიერთი სისხლის კიბო.

საგულისხმოა ისიც, რომ კვლევის მონაცემების მიხედვით, ცრუ პოზიტიური მაჩვენებლები ძალიან დაბალია.

სისხლის ტესტი აშშ-ში დაფუძნებულმა კომპანია Grail- მა შექმნა. იგი ქიმიურ ცვლილებებს გენეტიკური კოდის ფრაგმენტებში – უჯრედული დნმ -ში პოულობს.

ჯანდაცვის ეროვნული ცენტრი აგრძელებს ამ მიმართულებით საპილოტო კვლევას, რომელშიც 140,000 ადამიანი მონაწილეობს. კვლევის საბოლოო შედეგებს მეცნიერები 2023 წლისთვის ელიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სისხლის ტესტს კიბოს 50–ზე მეტი სახეობის ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა შეუძლია – სიახლე მედიცინაში

273
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
273
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული