Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
1161

ნარინჯისფერი Toyota Supra, რომლითაც „ფორსაჟის“ მთავარი გმირი ბრაიან ო’კონერი გადაადგილდებოდა, აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა. 1994 წლის მოდელი ლას–ვეგასში Barrett Kackson–ის აუქციონზე იყო გამოტანილი და საკულტო ლოტში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადეს. როგორც წესი, Supra აშშ–ში 5–6–ჯერ უფრო იაფი ღირს ხოლმე. სპორტქარის ახალი მფლობელის სახელი არ ზუსტდება.

550 ათას დოლარად მყიდველმა ზუსტად ის Toyota Supra მიიღო, რომელიც გადაღებებში მონაწილეობდა. უფრო მეტიც, კუპე „ფორსაჟის“ მეორე ნაწილშიც გამოჩნდა, ოღონდ ამ შემთხვევაში ის გადაღებეს, შემდეგ კი პირვანდელი სახე დაუბრუნეს.

პოლ უოკერის სპორტქარის ტექნიკური შიგთავსი ასე გამოიყურება: ტურბოძრავი 2JZ-GTE და 4–სიჩქარიანი გადაცემათა ავტომატიზირებული კოლოფი. თუმცა, ფილმში ის მექანიკურად გაასაღეს.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, Toyota Supra, რომელსაც „ფორსაჟში“ სხვადასხვა ტრიუკების გადასაღებად იყენებდნენ, აუქციონზე 185 ათას დოლარად გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1161
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
1161
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული