Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
131

სტუდენტურმა მოძრაობამ, აუდიტორია #115-მა გმირთა მოედანზე ბანერი გადმოფინეს, სადაც იმ მუშების სახელები წერია, რომლებიც სამუშაოს შესრულების დროს დაიღუპნენ.

სტუდენტური მოძრაობა ხვალ, 14 თებერვალს,  უსაფრთხო სამუშაო გარემოს მოთხოვნით აქციას აანონსებს, სადაც შრომით პირობებს გააპროტესტებენ.მსვლელობა ხვალ 19 საათზე  თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოდან პარლამენტისკენ გაიმართება.

მოძრაობის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეები სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არ არსებობის გამო იღუპებიან.

აუდიტორია #115-ის წევრების განცხადებით, წინააღმდეგობის დროა და სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობას ნიშნავს:

„2011 წლიდან 2017 წლამდე 1209 მშრომელი დაიღუპა და დასახიჩრდა სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და შრომის უსაფრთხოების არარსებობის გამო. ეს არის ომი ხალხსა და ბიზნეს-ელიტის ინტერესებზე მორგებულ სახელმწიფოს შორის.

მაშინ როცა გვარწმუნებენ არჩევანის თავისუფლებაში, მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება შიმშილსა და უმძიმეს პირობებში შრომას შორის უწევთ. ეს არ არის არჩევანი! ეს არ არის თავისუფლება!
სახელმწიფო თავისი უმოქმედობით გვაიძულებს ვაშენოთ ისეთი მკვლელი სახლები, რომელიც მსხვერპლად მშენებლების სიცოცხლეს ითხოვს!

მოთმენას აღარ ვაპირებთ, არ შევეგუებით ადამიანების ყოველდღიურ მკვლელობას! სიჩუმე მკვლელობაში თანამონაწილეობაა“- წერია „აუდიტორია 115-ის“ ხვალინდელი აქციის facebook ღონისძიების ტექსტში.

 

 

https://www.facebook.com/auditorium115/videos/873008666214955/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ბანერი გმირთა მოედანზე, სადაც სამუშაოზე დაღუპული მუშების სახელებია დაწერილი

131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
131
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული