Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
402

“გიორგი შენგელიამ თავისი ნაბიჯით დაადასტურა, რომ მიუღებელია ის, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, რა ნაბიჯებსაც და მეთოდებსაც იყენებს “ქართული ოცნება” პატიოსანი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების გზით.” – პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ბექა ლილუაშვილი ზუგდიდის მერის თანამდებობიდან გადადგომას აფასებს.

ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა

ლილუაშვილის განცხადებით,  ბოლო პერიოდში, სხვადასხვა მერი ცენტრალური პარტიის ოფისიდან სხვადასხვა დავალებას იღებდა,  რაც, ძირითადად, გუნდის მხარდამჭერების თუ თანამოაზრეების პოლიტიკურად შევიწროებას გულისხმობდა:

“გიორგი შენგელიამ თავისი ნაბიჯით დაადასტურა, რომ მიუღებელია ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება, რა ნაბიჯებსაც და მეთოდებსაც იყენებს “ქართული ოცნება” პატიოსანი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების გზით, მის წინამორბედს როგორ ემსგავსება, როდესაც პოლიტიკურად ავიწროებს სხვადასხვა პოლიტიკური მოსაზრების მქონე ადამიანებს. როგორც ჩანს, გეგასთვის ეს მისი ფასეულობებიდან გამომდინარე, მიუღებელი აღმოჩნდა და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მიიღო. მან უკვე განაცხადა თავის გეგმებთან დაკავშირებით და ჯერჯერობით ეს პოზიციაა მის პოლიტიკურ პერსპექტივებზე.

ბოლო პერიოდში აქტიურად ხდებოდა სხვადასხვა მერისთვის ცენტრალური პარტიის ოფისიდან სხვადასხვა დავალების მიცემა, რაც ძირითადად, ჩვენი გუნდის მხარდამჭერების თუ ჩვენი თანამოაზრეების პოლიტიკურად შევიწროებას გულისხმობდა, რა თქმა უნდა საჯარო მოხელეებს ვგულისხმობ, რაც მათ სამსახურიდან გათავისუფლებას გულისხმობდა. როგორც ვიცი, მასთანაც მსგავსი ტიპის კომუნიკაცია იყო.” – თქვა ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ, ინფორმაცია თანამდებობის დატოვების შესახებ, სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან გადადგომის მიზეზად შექმნილი პოლიტიკური ვითარება დაასახელა.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

გიორგი შენგელიამ დაადასტურა, რომ მიუღებელია “ოცნების” მეთოდები, რომელსაც პატიოსანი საჯარო მოხელეების გათავისუფლებისთვის იყენებს: ლილუაშვილი

402
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
402
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული