Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
109

ხონის მუნიციპალიტეტში, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე მეჭიაზე სახიდე გადასასვლელებიც აშენდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეაბილიტირებული გზა ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებს ერთმანეთთან უმოკლესი მანძილით აკავშირებს.

ძეძილეთი-გორდი-ნოღას საავტომობილო გზა ადგილობრივი მნიშვნელობისაა და მათხოჯი-ხიდი-გორდი-კინჩხას და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზებს შორის კავშირს უზრუნველყოფს. ამ გზით სოფლები – გაღმა ნოღა, გამოღმა ნოღა და ძეძილეთი საქართველოს საავტომობილო გზების ქსელს უკავშირდება.

როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, პროექტი მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, რადგან ამცირებს გადაადგილების დროს და მანძილს პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონის მიმართულებით. პრომეთეს მღვიმედან ოკაცეს კანიონამდე მისვლა 60 კმ-ის ნაცვლად, უკვე 20 კმ-ის გავლით იქნება შესაძლებელი.

გზისა და ხიდების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16.5 მილიონი ლარით დაფინანსდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ხონის მუნიციპალიტეტში გზის 10 კმ-იანი მონაკვეთის და 2 ხიდის მშენებლობა დასრულდა

109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
109
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული