Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
55

ქსელში უჩვეულო ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა. შემთხვევა პოლონეთში, ქალაქ პულტუსკის სიახლოვეს მოხდა. შავი ფერის BMW 80 კმ/სთ–ით გადაადგილდებოდა, როდესაც მას წინ ირმების ჯოგმა გადაურბინა.

საკმაოდ საშიში ინციდენტის გადაღება BMW–ს უკან მომავალი ავტომობილის ვიდეორეგისტრატორით მოხერხდა. კადრში ჩანს, რომ 7 ირემი ტყიდან სრულიად მოულოდნელად გამორბის. BMW–ს მძღოლმა სასწრაფოდ დაამუხრუჭა და ირმების ნაწილთან შეჯახებას გადაურჩა. თუმცა, რამდენიმე ცხოველი ავტომობილს მაინც დაეჯახა.

სამმა ირემმა ავტომობილზე გადახტომა გადაწყვიტა. მათგან ერთმა დავალებას თავი არაჩვეულებრივად გაართვა, ორი კი ცოტა დაზიანდა. თუმცა, დაზიანება იმდენად მცირე იყო, რომ ცხოველებმა ავარიის ადგილი რამდენიმე წამში დატოვეს. თანაც ისე, თითქოს არაფერი მომხდარა.

სამწუხაროდ, არ გაუმართლა ავტომობილს და კაპოტი და ბამპერი სერიოზულ შეკეთებას საჭიროებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
55
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
55
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული