Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
86

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი სამეგრელოს და გურიის რეგიონებში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფო რწმუნებულებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრებზე, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილიც ესწრებოდა, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები და სამოქმედო გეგმა განიხილეს. გიორგი ხანიშვილი აღნიშნულ რეგიონებში აგრარული წარმოების მიმართულებით არსებულ ვითარებას გაეცნო და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებსაც სახელმწიფო სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა იმ შედეგების შესახებაც, რომლებიც ფაროსანას წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ გატარებული თანმიმდევრული მიდგომებით იქნა მიღწეული.

„სახელმწიფო წელსაც აქტიურად იქნება ჩართული ფაროსანასთან ბრძოლის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი. ყველა რესურსი მობილიზებულია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესია კოორდინირებული მუშაობა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა. პანდემიამ და არსებულმა გამოწვევებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ მნიშვნელოვანია აგრარული სექტორის განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ხარისხიანი და უხვი მოსავლის მისაღებად“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დასავლეთ საქართველოში უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები, რაც გულისხმობს მავნებლის მონიტორინგს გამოზამთრების ადგილებში. მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიგეგმება მავნებელთან ბრძოლის კონტროლის ღონისძიებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მთავრობა ფაროსანასთან ბრძოლის მასშტაბურ ღონისძიებებს წელსაც განახორციელებს

86
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
86
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული