Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
78

გორში დღეიდან 25 ახალი ავტობუსი მოსახლეობას უფასოდ ემსახურება.

როგორც „ფორტუნას“ გორის მერიაში განუცხადეს, სატრანსპორტო საშუალებები ამ ეტაპზე 10 მარშრუტზეა გადანაწილებული.

„დღეიდან ქალაქის მასშტაბით 25 ახალი ავტობუსი იმოძრავებს. უახლოეს მომავალში ველოდებით კიდევ 5 ავტობუსს. ავტობუსით გადაადგილება დღეს უფასო იქნება. ვერ გეტყვით, კიდევ რამდენი ხნით შეეძლებათ გორში ავტობუსით უფასოდ გადაადგილება. შესაძლოა, ერთი კვირის განმავლობაში შეძლონ მგზავრებმა უფასოდ მგზავრობა. ამაზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ“. – აცხადებენ გორის მერიაში. 

ახალი ავტობუსები გორს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში გადასცა. ეურო 5-ის სტანდარტის ავტობუსები ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით არის შეძენილი.

ახალი ავტობუსები შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის ყველა ტექნიკურ მოთხოვნას. მათ შორის, ავტობუსები აღჭურვილია ევროსტანდარტების შესაბამისი ვენტილაციის სისტემით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

“კიდევ 5 ავტობუსს ველოდებით” – რამდენი დღის განმავლობაში იმოძრავებს გორში უფასო ავტობუსი

78
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
78
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული