Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
3822

კანადურმა კომპანიამ ყველაზე ტკბილი ვაკანსია გამოაცხადა. იძებნებიან თანამშრომლები, ვისაც ხელფასს ტკბილეულის დაგემოვნებაში გადაუხდიან. თანაც, სამსახური დისტანციურია და დასაქმებულს ტკბილეულს პირდაპირ სახლში მიართმევენ.

CNN–ის ინფორმაციით, Candy Funhouse არის ონლაინ მაღაზია, რომელსაც სრულ და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომლები ესაჭიროება. ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს ტკბილეული უნდა უყვარდეთ და მათი დაგემოვნების დროს ობიექტური შეფასება უნდა დაწერონ.

„ტკბილეულის დამგემოვნებელი ენთუზიაზმით უნდა იყოს სავსე და ჩვენი პროდუქცია უნდა გასინჯოს. ჩვენ პატიოსანი და ობიექტური შეფასებები გვჭირდება.“

კომპანია მომავალ თანამშრომლებს შოკოლადისგან დამზადებული 3000-მდე სახეობის პროდუქტს გაუგზავნის და მათ 10 საუკეთესო უნდა შეარჩიონ.

შრომისთვის კი შესაბამისი ანაზღაურება ექნებათ, ნახევარ განაკვეთზე დასაქმებულები საათში 30 დოლარს მიიღებენ, ხოლო მათთვის ვისი სამუშაო დღეც სრული იქნება – საათში 40 დოლარს გადაუხდიან.

კანდიდატებს გამოცდილება არ ესაჭიროებათ და აპლიკაციების მიღება 15 თებერვლიდან დაიწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ტკბილეულის კომპანია ეძებს თანამშრომელს, რომელსაც შოკოლადის დაგემოვნებისთვის საათში 30 დოლარს გადაუხდის

3822
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
3822
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული