Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
103

პრემიერლიგის კლუბებმა 84.2 მლნ ფუნტი დახარჯეს ტრანსფერებზე ამ იანვარში. გასულ ზამთარს იყო 230 მლნ.

„მანჩესტერმა“ გაანადგურა „საუთჰემპტონი“ (9:0) და პრემიერლიგის რეკორდი გაიმეორა. „იუნაიტედმა“ საკუთარი რეკორდიც გაიმეორა – 1995 წელს „იფსვიჩს“ მოუგო 9:0, ხოლო წინა სეზონში „ლესტერმა“ გაუტანა 9 უპასუხო გოლი იმავე „საუთჰემპტონს“.

„მანჩესტერმა“ 20 წლის განმავლობაში პირველად გაიტანა ერთ სეზონში პრემიერლიგის ორ მატჩში 6+ გოლი.

„საუთჰემპტონმა“ 0:9 ზედიზედ მეორე სეზონში წააგო, რაც პრემიერლიგის ანტირეკორდია.

„მანჩესტერში“ უსაქმოდ მყოფი როხო „ბოკა ხუნიროსში“ გადავიდა.

„შეფილდს“ 5 გამარჯვება აქვს ბოლო 7 მატჩში. სეზონის პირველ 18 შეხვედრაში იყო – 0.

„არსენალმა“ პრემიერლიგაში პირველად წააგო ბოლო 8 მატჩში („ვულვზთან“ 1:2). „მეთოფეებს“ ლუიზი და ლენო გაუგდეს.

ლენო „არსენალის“ მეორე მეკარეა, რომელიც პრემიერლიგაში გააგდეს. პირველი იყო სიმენი.

აგუერო რამდენიმე კვირა გამოტოვებს. მას რთულად გადააქვს კორონავირუსის შედეგები.

ზიდანმა პირველი ვარჯიში ჩაატარა კორონავირუსის შემდეგ.

კოვიდი „რეალის“ პრეზიდენტსაც შეეყარა. პერესს დაავადება უსიპტომოდ გადააქვს.

ნეიმარმა პსჟ-თან ახალი, 4 წელიწადზე გათვლილი კონტრაქტი შეათანხმა.

ვილაშ-ბოაში „მარსელის“ მწვრთნელი აღარ არის. კლუბმა შესაძლოა მის წინააღმდეგ სანქციებს მიმართოს.

ჯიჯი ბუფონმა კარიერაში 1100-ე მატჩი ჩაატარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

9:0 – ინგლისში რეკორდი და ანტირეკორდი გამეორდა: ამბები მოკლედ

103
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
103
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული