Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
161

ისლანდიელმა ფელიქს გრესტარსონმა 23 წლის წინ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, უმძიმესი ტრავმა მიიღო და ხელის ორივე კიდური დაკარგა. მთელი ეს წლები ის რეაბილიტაციის კურსს გადიოდა და სასწაულის მოლოდინში იყო. დღეს კი გამოცემა „გარდიანი“ ინციდენტის დეტალებზე წერს.

ცნობილი ხდება, რომ გრესტარსონმა სამსახურში 11 ათასი ვოლტის სიმძლავრის დარტყმა მიიღო ხელის კიდურებზე, რის გამოც სასწრაფო ამპუტაცია გახდა საჭირო. ამის შემდეგ პაციენტი ღრმა დეპრესიას ებრძოდა, იყო ნარკოდამოკიდებულიც.

სასწაული კი 2021 წელს მოხდა, როდესაც მას ორივე ხელზე ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია 14 საათი გაგრძელდა  და მასში 50 ექიმი იყო ჩართული. მათ შორის იყო 4 ქირურგი, რომელიც დონორიდან კიდურების პაციენტამდე გადმოტანის ოპერაციას ანხორციელებდა. მსოფლიოში პირველი ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ახლა ფენიქსს ორივე ხელი აქვს და ის რეაბილიტაციისთვის ემზადება, რომელიც სავარაუდოდ, სამ წელს გასტანს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ისლანდიელი მამაკაცი მსოფლიოში პირველი პაციენტია,  რომელსაც ორივე ხელი გადაუნერგეს

161
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
161
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული