Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
140

“პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა  – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებს კასპში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განუცხადა.

ბორცვაძის განცხადებით, კასპში მძევლების აყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი ითხოვდა მანქანას, რომ ქვეყანა დაეტოვებინა და რუსეთში გადასულიყო. მისი თქმით, ბრალდებულმა რამდენიმე დღის წინ მიმართა უწყებას.

[related_news id=”454200″ align=”left”]

“მისი მოთხოვნა იყო, რომ სამართალდამცავ ორგანოებს მიეყვანათ მანქანა და აპირებდა საქართველოს ტერიტორიის დატოვებას რუსეთის მიმართულებით. ასევე, რამდენიმე დღის უკან მან მოგვმართა განცხადებით, ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები კონკრეტულ მოქალაქეებთან მიმართებაში. ამ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია, მიმდინარეობს, ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები და ეს ფაქტიც, რა თქმა უნდა, გამოკვლეული იქნება და მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება” ,— განაცხადა მან.

საწყის ეტაპზე დაკავებული თანამშრომლობაზე უარს აცხადებდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ მძევლები გაათავისუფლა.

“მას ბრალად ედება მძევლად ხელში ჩაგდება. იგი იმყოფებოდა საკმაოდ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, იყო საკმაოდ აღელვებული”, — განაცხადა მან.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ  ბრალდებულემა 2018 წელს დატოვა პოლიციის რიგები და წავიდა სამსახურიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მძევლების აყვანაში ბრალდებულმა ყოფილმა პოლიციელმა უწყებას რამდენიმე დღის წინ მიმართა – ვლადიმერ ბორცვაძე

140
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
140
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული