სამი თვის წინ, ჯიჯი ჰადიდი და მომღერალი, ზეინ მალიკი მშობლები გახდნენ. გასულ კვირას დები ჰადიდები პირველად გამოჩნდნენ 3 თვის გოგონასთან ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში. საზოგადოების ყურადღება დების მოდურმა იმიჯმა მიიპყრო.
[related_news id=”439663″ align=”left”]
ახლახანს, 25 წლის მოდელი პაპარაცებმა კვლავ ნიუ-იორკის ქუჩებში გადაიღეს. ამჯერად ჯიჯი ქალიშვილთან ერთად მარტო სეირნობდა. ვარსკვლავმა ჯინსის შარვალს Dr. Martens-ის ფეხსაცმელი, კრემისფერი პალტო და „ლუი ვიტონის“ ქუდი მოირგო.