Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
39

ბრიტანული ქალაქის ნორთჰემპტონის პოლიციამ ტვიტერზე უიღბლო მძღოლის ისტორია გაავრცელა. ბრიტანელი მამაკაცი ავტომობილის ფლობის დროით თავისებური რეკროდსმენი გახდა, სამწუხაროდ, რეკორდი მან დროის სიმცირით დაამყარა. მძღოლმა ახალთახალი Renault Megane CC ყიდვიდან რამდენიმე წამში დაკარგა.

ბრიტანელმა ახალი ავტომობილი ნოემბრის ბოლოს იყიდა. პარკინგის დატოვების დროს ის ლამის პოლიციელს დაეჯახა და ბუნებრივია, სამართალდამცავებმა მისი გაჩერება გადაწყვიტეს. MEgane–ის მფლობელს დოკუმენტაცია მოსთხოვეს და აღმოჩნდა, რომ მას დაზღვევა არ ქონდა. შედეგად ავტომობილის კონფისკაცია და საჯარიმო ავტოსადგურზე გადაყვანა გადაწყდა.

Fox news-ის ინფორმაციით, დაზღვევის გარეშე ავტომობილის მართვა ბრიტანეთში ერთ–ერთი ყველაზე ხშირი კანონდარღვევაა. პოლიციამ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდის მიზნით 4 კვირის განმავლობაში ათეულობით ავტომობილი შეამოწმა. შედეგად 19 ადამიანი დააკავა, 64 დაუზღვეველი მანქანა კი ამოიღო.

დაზღვევის გარეშე გადაადგილება ბრიტანეთში 300 ფუნტი სტერლინგის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს. თანაც რიგ შემთხვევებში პოლიციას უფლება აქვს, რომ ამოღებული დაუზღვეველი ავტომობილები გაანადგუროს კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
39
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
39
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული