Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
365

თბილისის ზღვის სიკვდილის ზონები ამკრძალავი ნიშნებისა და ჯებირის გარეშე, რომელმაც არაერთი ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა – შვილმკვდარი მშობლების სამწლიანმა ბრძოლამ შეიძლება ითქვას, რომ პირველი შედეგი გამოიღო.

ალეკო ცქიტიშვილი, რომელმაც შვილი სწორედ ამ საშიშ ზონაში დაკარგა, ჩვენთან ინტერვიუში სხვა ბავშვების დასაცავად ადგილზე უსაფრთოხების ზომების გატარებას ითხოვდა.

“ფორტუნას”  მიერ მომზადებული სტატიისა და ტელევიზიებში გასული სიუჟეტების შემდეგ, ზუსტად სამ დღეში, შვილმკვდარ მამას ადგილზე სამი გამაფრთხილებელი ბანერი დახვდა.

“ახლა ვარ თბილისის ზღვაზე, ე.წ. ჩანჩქერთან, დაგვხვდა ეს სიახლე – სამი გამაფრთხილებელი ბანერი სიკვდილის ზონის მთელ პერიმეტრზე. სამწლიანი ბრძოლა დაჭირდა აქ ამ სამი ბანერის გაკეთებას! – ამბობს ალეკო ცქიტიშვილი.

 

 

 

 

აღნიშნული პრობლემის გაშუქებისას “ფორტუნას” მერიაში გვითხრეს, რომ საკრებულო უახლოეს მომავალში დაამტკიცებს თბილისის ზღვის სანიტარულ დაცვის წესს და არა კონკრეტული ადგილის, მთლიანი პერიმეტრის უსაფრთხოების სტანდარტის ერთიანი სისტემა შემუშავდება.

იქნება თუ არა საკმარისი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად გამაფრთხილებელი ბანერები, უცნობია, თუმცა რადგან საქმე სიცოცხლეს ეხება, ალეკო ცქიტიშვილი მერიას სთავაზობს, შეიქმნას ცალკე კომისია, რომელიც გადაწყვეტს, გარდა ბეტონის ღობის და მავრთულხლართისა, რისი დამონტაჟება შეიძლება ადგილზე უსაფრთხოების გაძლიერებისთვის.
 “თუკი ეძვირებათ 30-40 მეტრის ბეტონის ღობის აღმართვა და ამ თანხის ბიუჯეტიდან გამოყოფით მილიონიან ნაძვის ხეზე დააკლდებათ თანხა, მზად ვარ კომისიასთან ერთად სხვა უსაფრთხოების ზომებიც განვიცილო, რადგან ეს დროულად მოსაგვარებელი საკითხია,” – ამბობს ცქიტიშვილი “ფორტუნასთან”.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

სამწლიანი ბრძოლის შედეგი: “სამი გამაფრთხილებელი ბანერი სიკვდილის ზონის პერიმეტრზე”

365
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
365
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული