Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
127

დედის მიერ 9 წლის შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო. შემთხვევა ხელვაჩაურში მოხდა. სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.

გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვის დედა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა. შსს-ს ცნობით, ქალი დაკავებული არ არის და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ბავშვი ამ დროისათვის გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სოციალური მომსახურების სააგენტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

დედამ 9 წლის შვილზე იძალადა: შსს-მ გამოძიება დაიწყო

127
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
127
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული