Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
181

დღეიდან თბილისის მეტროს მგზავრებს 4 განახლებული ვაგონი მოემსახურება. მეტროს მოძრავი შემადგენლობის მოდერნიზაციის და კაპიტალურ რემონტის ფარგლებში 2017 წელს პირველ ეტაპზე ხელშეკრულება გაფორმდა 8 ვაგონის განახლებაზე.

ახალ გარემონტებულ ვაგონებში მგზავრებს სიახლე ელით, კერძოდ, ვაგონებში დამონტაჟდა სპეციალური USB როზეტი, რომლის მეშვეობითაც მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ დატენონ მობილური ტელეფონები, სმარტფონები, პლანშეტები და სხვა მობილური მოწყობილობები მგზავრობის დროს.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, მოძრავ შემადგენლობაში შეიცვალა სიჩქარის ავტომატური რეგულირების ბლოკის მთლიანი სისტემა. ძველი კომპრესორები ჩანაცვლდა ახალი, ხრახნული კომპრესორებით, ასევე შეიცვალა მოძრავი შემადგენლობის გოგორწყვილი. ნაწილობრივ განახლდა მემანქანის კაბინისა და მოძრავი შემადგენლობის ინტერიერი. ვაგონების კაპიტალურ რემონტს და განახლებას ახორციელებს სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს სულ იგეგმება მეტროს 16 ვაგონის კაპიტალური რემონტი და 2 ვაგონის სრული მოდერნიზაცია.

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

განახლებულ მეტროს ვაგონებში USB როზეტები დამონტაჟდა (ფოტოები)

181
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
181
პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული