Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
85

ევროპული საქართველო მესამე მოსმენას იმ შემთხვევაში დაესწრება თუ გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს – ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირველი და საკვანძო ნაწილი იყო.

“პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება – ეს ორივე პირობა ეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასულ ურთიერთობას, რაც პოლიტიკური გარემოს ნორმალიზებას ნიშნავს. ასევე იმაზე შეთანხმებას, რომ მედიამფლობელების და პოლიტიკოსების დევნის გარეშე უნდა ჩატარდეს საარჩევნო კამპანია. ნორმალური ატმოსფერო უნდა იყოს, რადგან ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით.

“ჩიხში მომწყვდეული ივანიშვილი”: ხელისუფლება რურუას გათავისუფლებას არ აპირებს, ოპოზიცია – იმედს არ კარგავს

ჩვენ როდესაც ამ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ორივე საკითხზე ავიღეთ ვალდებულება და მთლიანობაში გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ თუკი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს გადადგამდა, ჩვენი მხრიდან მოხდებოდა დეესკალაცია. ქუჩის აქციების, პიკეტირების, ბოქლომების დადების ნაცვლად ვთავაზობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსნებეთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დღეს 115-მა დეპუტატმა  დაუჭირა, კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია “ნაციონალურ მოძრაობას,” მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა “ევროპული საქართველო”, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

მესამე მოსმენას დავესწრებით, თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება – ოთარ კახიძე

85
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
85
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული