Search
Close this search box.
Add Your Heading Text Here
328

პეკინში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, ათ უბანში კარანტინი გამოაცხადეს. ხოლო მეზობელ ქალაქ ბაოდენში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა. ბაოდენის მოსახლეობა 11 მილიონს აჭარბებს, პეკინიდან კი მხოლოდ 147 კილომეტრითაა დაშორებული, ამიტომ აუცილებელია მკაცრი ზომების მიღება – აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.

როგორც ცნობილია, ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 36 პეკინში გამოვლინდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვირუსი თავდაპირველად პეკინის ერთ-ერთ სასურსათო ბაზარში, ძინფადში დაფიქსირდა, საიდანაც ქალაქის რამდენიმე უბანში სწრაფად გავრცელდა.

ამის გამო ქვეყნის ჯანდაცვისა და ჰიგიენის კომიტეტმა სასურსათო ბაზარი დახურა და თანამშრომლების ტესტირება დაიწყო.

ძინფადი პეკინის უდიდესი ბაზარია, რომელიც პეკინის მოსახლეობის 80%-ს ბოსტნეულითა და ხორცით ამარაგებს. სავაჭრო ობიექტებში 10 000-ზე მეტი ადამინია დასაქმებული.

დღეს ჩინეთში 177 ინფიცირებულია, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. ეს მაისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებლებია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]

ჩინეთის უდიდეს ბაზარზე კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა: ხელისუფლებამ 10 უბანი ჩაკეტა

328
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
Add Your Heading Text Here
328
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარული
ვალუტის კურსი
[wi_vault]
მსგავსი თემები
პოპულარული